მიხეილ ყაველაშვილი 64 300 ლარის ბაღჩეულის პროდუქციის და ყვავილების თაიგულის შეძენას აპირებს

22.02.25 17:39
მიხეილ ყაველაშვილი 64 300 ლარის ბაღჩეულის პროდუქციის და ყვავილების თაიგულის შეძენას აპირებს

მიხეილ ყაველაშვილი 64 300 ლარის ბაღჩეულის პროდუქციის და ყვავილების თაიგულის შეძენას აპირებს - ამის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა. 64 300 ლარის ყვავილები გამარჯვებულმა კომპანიამ არალეგიტიმური პრეზიდენტის ადმინისტრაციას 31 დეკემბრამდე პერიოდულად უნდა მიაწოდოს.

წინადადების მიღება სამ მარტს იწყება და 5 მარტს სრულდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება მიხეილ ყაველაშვილისთვის ყვავილების მიმწოდებელი. სატენდერო დოკუმენტაცია spa.ge-ზე სრულყოფილად არ არის ატვირთული, რის გამოც უცნობია, რისთვის სჭირდება ყაველაშვილის ბაღჩეული და თაიგულები.