"ოცნება" ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და თეირანის რეჟიმს მიეყიდა - უილსონი

23.02.25 12:23
"ოცნება" ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და თეირანის რეჟიმს მიეყიდა - უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და ასევე თეირანს მიეყიდა. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. კონგრესმენმა ასევე ქართველ ხალხს და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სიმამაცე მოუწონა. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიეყიდა იმ პორტით, რომელსაც აშენებენ. ამავდროულად, ისინი თეირანის რეჟიმსაც მიეყიდნენ მაშინ, როცა თეირანი დონალდ ტრამპის მოსაკლავად მკვლელებს აგზავნის. ძალია ნათელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 80 დღეა ქუჩაში პროტესტს აგრძელებს, ძალიან მამაცია. ასევე მამაცია ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის ნამდვილად შთამაგონებელია, - ამბობს უილსონი.