დეფაქტო პრემიერი აშშ-ს გზამკვლევს სთხოვს და ისევ ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს
დეფაქტო პრემიერი აშშ-ს გზამკვლევს სთხოვს და ისევ ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ვაშინგტონთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ტრამპი "დიფ სთეითის" დამარცხებას.
ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება აშშ-ს მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას. აქვს შიდა საკითხები, რომელიც არის მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება, საკმარისი დრო ვერ გამოინახოს საქართველოსთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე აუილებლად დადგება ის დრო, როდესაც ტრამპის ადმინისტაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით. ბევრი ამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენად შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, - თქვა კობახიძემ.