რატომ მალავს კუპრაშვილის უწყება ჩინოვნიკების დეკლარაციებს - TI აღნიშნულს დასავლურ სანქციებს უკავშირებს

23.02.25 17:44
რატომ მალავს კუპრაშვილის უწყება ჩინოვნიკების დეკლარაციებს - TI აღნიშნულს დასავლურ სანქციებს უკავშირებს

რატომ დამალეს ქონებრივი დეკლარაციები? "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ვარაუდობენ, რომ "ოცნების" ჩინოვნიკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების დამალვა ამერიკულ და ევროპულ სანქციებს უკავშირდება. ვებ გვერდი სწორედ საპროტესტო აქციების დარბევის პერიოდში და სანქციების გამოცხადების შემდეგ გაითიშა.

დღეს „ქართული ოცნება“ არის ბუნკერში ჩაკეტვის ეტაპზე. მათ არ უნდათ, რომ რაიმე ინფორმაცია გავიდეს მათგან. პროტესტის დაწყების შემდეგ, დეკემბერში დაიწყო დასავლეთის მხრიდან სანქციების პოლიტიკა და სწორედ ამას დაემთხვა დროში დეკლარაციების ჩაკეტვა. ე.წ. ბალტიის ქვეყნებმა გამოაცხადეს ასნქციები და რამდენიმე დღეში დაიხურა ეს პორტალი. ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ რეალურად, გარდა იმისა, რომ მათ არ უნდათ, დისკომფორტი შეექმნათ ამ გამოძიებებით, ასევე ისინი უფრთხიან და არ უნდათ, რომ ამთი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია გახდეს ცნობილი დასავლური ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან ბევრი უწყებები მუშაობენ ახლა, რომ მოიძიონ ინფორმაცია, ვინ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები დემოკრატიულ უკუსვლაზე და როგორ შეიძლება, მათ პასუხი ვაგებინოთ. ერთ-ერთი არის სანქციები. ამ საიტის ასეთი ფორმით გათიშვა პირდაპირ კანონდარღვევაა და ბატონ რაჟდენ კუპრაშვილი ძალიან უტიფრად და პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი. 

ორრ თვეზე მეტია, შეუძლებელია, გადაამოწმო ივანიშვილის პარტიის წევრების შემოსავლები და ქონება. მაგალითად, ფლობენ თუ არა უძრავ ქონებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან შეერთებულ შტატებში. 

მსგავსი სიახლეები