ივანიშვილის რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს, ქართველები არ დაშინდებიან! - უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ივანიშვილის რეჟიმს სამოქალაქო აქტივისტების მასობრივად დაჯარიმების გამო აკრიტიკებს. ამერიკელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ქართველი ხალხი არ დაშინდება.
ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო. ქართველი ხალხი არ დაშინდება!, - წერს უილსონი.