"გამოუსწორებელი ხარვეზი" ანტიკორუფციულ ბიუროში - რატომ მალავენ "ოცნების" ჩინოვნიკების დეკლარაციებს?

23.02.25 20:18
"გამოუსწორებელი ხარვეზი" ანტიკორუფციულ ბიუროში - რატომ მალავენ "ოცნების" ჩინოვნიკების დეკლარაციებს?

ანტიკორუფციული ბიუროს შეფი საჯარო სივრციდან ქონებრივი დეკლარაციების გაქრობას აბსურდული მიზეზით ხსნის. რაჟდენ კუპრაშვილი გვიმტკიცებს, რომ უკვე სამი თვეა ვერ იპოვა პროგრამისტების ჯგუფი, რომელიც ანტიკორუფციულის ვებ გვერდზე არსებულ ხარვეზს გამოასწორებს. სწორედ ამ დაუჯერებელი ვერსიის დამსახურებით "ქართულმა ოცნებამ" ყველა ის დოკუმენტი გააქრო, რომლის დახმარებითახ ხალხი იგებდა, რამდენით გამდიდრდნენ "ოცნების" მაღალჩინოსნები.

რატომ მალავენ დეკლარაციებს?  "საერთაშორისო გამჭირვალობაში" აქვთ ეჭვი, რომ   "ქართული ოცნების" ეს ტრიუკი სანქციებს უკავშირდება. ქონებრივი დეკლარაციების დახმარებით გამომძიებელი ჟურნალისტები და კორუფციის მკვლევარები მაღალჩინოსნების ქონებას დეტალურადდ სწავლობდნენ. სწორედ ასეთი დოკუმენტების დახმარებით გასკდა საეჭვო ქონების ბევრი ამბავი. პორტალზე წვდომა კი მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ქვეყანაში პროტესტი დაიწყო და დასავლეთიდან ივანიშვილის პარტიას პირველი სანქციები წამოეიწა.

ქონებრივი დეკლარაციების დამალვა კანონდარღევაა ნუ გამოდის, რომ რაჟდენ კუპრაშვილი დანაშულს სჩადის. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.  ოპოზიციას, ვინც პარლამენტის მანდატზე უარი თქვა, აჯარიმებენ ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის გამო, ამ დროს კი "ოცნების" წევრებზე არაფერი ვიცით.  ირკვევა, რომ ოპოზიცამ კუპრაშვილს განცხადებითაც მიმართა, თუმცა პასუხად მიიღეს, თითქოს ყველაფერი საჯაროა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.