კიევში დღეს 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან
დღეს, 24 თებერვალს, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ცნობილია, რომ დღეს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტი ზელენსკი „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღებას აანონსებს.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.
„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია... ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.