ზურაბიშვილი: ვულოცავ ქრისტიან-დემოკრატებს, ველი მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცსა და ქრისტიან-დემოკრატების პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ველი თქვენს მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ დროს - დაწერა X-ზე ზურაბიშვილმა.
ფრიდრიხ მერცსა და ქრისტიან-დემოკრატების პარტიას ვულოცავ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებას გისურვებთ გერმანიის წინ წაყვანაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ დროში საქართველოს ევროპული მომავლისთვისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის"- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს.