ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობა დატოვოს

24.02.25 10:34
ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობა დატოვოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა "ფორუმი უკრაინა 2025"-ზე განაცხადა.  

მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე. მე ყურადღებას ვუთმობ უკრაინის დღევანდელ უსაფრთხოებას, და არა - 20 წლის შემდეგ და მე ხელისუფლებაში ათწლეულობით არ დავრჩები, ასე რომ, ეს არის ჩემს ყურადღების ცენტრში, ესაა ჩემი ოცნება.

 “მე არ მწყენია, გაბრაზდებოდა ის ვინც, დიქტატორია" - განაცხადა ზელენსკიმ.