პროევროპული აქციების მონაწილე პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს

24.02.25 11:09
პროევროპული აქციების მონაწილე პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს

პედაგოგი სოფო როინიშვილი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან თავად დაწერა: 

"სამსახურიდან გამათავისუფლეს!
ცეცხლი ოლიგარქიას!
დამხობა რეჟიმს!" - წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.

პიროტექნიკის გამოყენებისთვის, მოსამართლემ ქუთაისელი პედაგოგი 1-ელ თებერვალს 5 000 ლარითაც დააჯარიმა.