სანდრო ცნობილაძის სახლის ჩხრეკა დასრულდა - გამომძიებლის პირველი კომენტარი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობდა.
გამომძიებლმა, ვასილ კაკაშვილმა მედიას განუცხადა, რომ საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებას.
დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე "მეტადან" მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-მასალას. ბრალდებაზე არაა საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა.
სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას მივაწვდით იმფორმაციას"- თქვა გამომძიებელმა.
სანდრო ცნობილაძე მის სახლში მიმდინარე ჩხრეკას რეჟიმის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.