EU-მ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი დაასანქცირა

24.02.25 16:57
EU-მ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი დაასანქცირა

EU-მ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი დაასანქცირა - რუსი ბიზნესმენი რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში მოხვდა.

ვლადიმირ ევტუშენკოვის სანქცირების მიზეზების შესახებ ევროკავშირი წერს, რომ მას „ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს ვლადიმირ პუტინთან და 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევტუშენკოვი კრემლში, პუტინის ბიზნესმენებთან შეხედრაზე იმყოფებოდა”.

ვლადიმერ ევტუშენკოვი ფლობს 49.2%-იან წილს საინვესტიციო კომპანია Sistema-ში, თავმჯდომარეობს რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის (RSPP) ინდუსტრიული პოლიტიკის კომიტეტს, არის RSPP საბჭოს ბიუროს წევრი, რუსულ-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე, ასევე, რუსულ-საუდის არაბეთის გაერთიანებული სამთავრობო ეკონომიკური საბჭოს წევრი. ამიტომ, ვლადიმერ ევტუშენკოვი რუსეთში მომუშავე წამყვანი ბიზნესმენია”.

2022 წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა.