კალასი საქართველოზე: დემონსტრანტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

24.02.25 17:10
კალასი საქართველოზე: დემონსტრანტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

ევროკავშირის მოითხოვს სინდისი ყველა პატიმრის სასწრაფოდ გათავისუფლებას-ივანიშივილის რეჟიმმა მოთხოვნა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

განცხადება საგარეო საკითხებში ევროკავშრის უმაღლესმა კომისარმა, კაია კალასმა გააკეთა.

კალასი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ დგამს ისეთს ნაბიჯებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანას.  

მოკლედ ვისაუბრეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რეპრესიული კანონების  მიღება და გადამეტებული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის საგანგაშო უკუსვლა რეგიონისთვის, დემონსტრანტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აშკარაა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ მიდის ევროპის მიმართულებით, ჩვენ ველოდებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მქონე ქვეყნისგან, როგორიცაა საქართველო და აშკარაა, რომ საქართველო სწორ ნაბიჯებს არ დგამს, - განაცხადა კაია კალასმა.