განგაში ბრიუსელიდან - რას ითხოვს EU ივანიშვილის რეჟიმისგან

24.02.25 20:01
განგაში ბრიუსელიდან - რას ითხოვს EU ივანიშვილის რეჟიმისგან

განცხადება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დახურულ კარს მიღმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოს საგანგაშო უკუსვლაზე ალაპარაკდა, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებასა და დემოკრატიულ უკუსვლაში გამოიხატება.

იქამდე, სანამ კაია კალასი განცხადებას გააკეთებდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი მინისტრებთან კონკრეტული შეთავაზებით მივიდა. კალასი ღიად ამბობს, რომ ოლიგარქის რეჟიმს სანქციებს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ უწესებენ, ეს უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობა, რომელიც სანქციებს ბლოკავს და ივანიშვილის რეჟიმს მაშველ რგოლად ევლინება. ახლა ევროკომისიის მთავარი ამოცანაა, არწმუნონ პრორუსი ორბანი და ფიცო, რომ ევროკავშირის ერთიან გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და ბიძინა ივანიშვილის პრორუს რეჟიმს პასუხი აგებინონ.

კალასის განცხადების პარალელურად, ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ სანქციების დაწესების შესახებ ოლიგარქის ქვეშევრდომების წინააღმდეგ 25 ქვეყნის თანხმობა არის საჭირო. ის, რომ დღეს ინაშვილის გუნდი ევროკავშირის სანქციებს არ ექვემდებარება, ეს მხოლოდ პუტინის მეგობარი ორბანის და ფიცოს დამსახურება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ბრიუსელმა ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ვინც ძალადობს და აშინებს მოქალაქეებს. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის დაწესდება ევროპული სანქციები ამ პირების მიმართ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.