საბჭოთა ცენზურის რეინკარნაცია - თვითმარქვია პარლამენტი რეპრესიული კანონების განხილვას იწყებს
კანონი, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის ორი წლის წინ სრული კატასტროფა იყო, დღეს პარლამენტში დაინიცირდა. არადა, პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ასეთი კანონის მიღებას არც კი იკადრებდნენ.
თუმცა "ქართულმა ოცნებამ" დღეს თავი კომიკურ მდგომარეობაშიც კი ჩაიგდო. კანონპროექტი ისე დააინიცირა, რომ ის ქართული რეალობისთვის სრულიად შეუსაბამოა. დოკუმენტში მოხსენიებულია სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არსებობს, მაგალითად: კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი, სახაზინო მდივანი, კონგრესის ბიბლიოთეკა და აშშ-ის პრეზიდენტი.
ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ დღეს დაინიცირებული კანონებიდან ერთი ამერიკიდან გადმოაკოპირა, მეორე კი დიდი ბრიტანეთიდან, თუმცა როგორ იმუშავებს კანონი რეალობაში, სადაც სახელმწიფო მიტაცებულია, სასამართლო კლანის კონტროლის ქვეშაა და არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რთული გამოსაცნობი არ არის.
ეს ყველაფერი არ არის. რეჟიმმა რაც ბოლომდე ვერ მოახერხა ფინანსური წნეხით, ახლა რეპრესიული კანონებით ცდილობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. თვითმარქვია პარლამენტი ცენზურის კანონის განხილვას იწყებს. ახლა ოლიგარქის მსახურებმა უნდა დაგვიწესონ ჟურნალისტური ეთიკის ოცნებისეული სტანდარტები. ამ სტანდარტებით განსაზღვრავს რეჟიმი, რამდენად ობიექტურად ვაშუქებთ მოვლენებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.