ცენზურის კანონი მედიის წინააღმდეგ - ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი ცვლილებები დააინიცირა

24.02.25 20:50
ცენზურის კანონი მედიის წინააღმდეგ - ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი ცვლილებები დააინიცირა

"ქართული ოცნება" ცენზურის დასაწესებლად ემზადება - ერთპარტიულ პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

კანონპროექტის თანახმად, "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".

კანონს ემატება ნორმაც, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

ამასთან, იკრძალება "უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება"

წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). აგრეთვე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. წინამდებარე კანონპროექტით ზუსტდება მაუწყებლების მიერ სოციალურ რეკლამაში პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების დაუშვებლობა", - წერია დოკუმენტში.