25 თებერვალი არის დღე, როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ხუნტას უნდა დაანახოს, რომ ოკუპაცია არ შედგება - უგულავა
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 104 წლის გასვლის შემდეგ საქართველოში დაანონსებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გიგი უგულავაც შეუერთდება - პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ 25 თებერვალს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გავიდეს ქუჩაში და "ივანიშვილის ხუნტას დაანახოს, რომ ოკუპაცია არ შედგება".
გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების აქტიურობას, რადგან მისივე განმარტებით, ერთადერთი გასაღები, რამაც შესაძლოა ქვეყანა დიდ წყვდიადს გადაარჩინოს, სწორედ ქუჩიდან ბრძოლაა.
25 თებერვალი არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილის ხუნტას უნდა დაანახოს, რომ ოკუპაცია არ შედგება. ერთხელ 25 თებერვალს შედგა ოკუპაცია, ის ოკუპაცია დასრულდა ჩვენი დამოუკიდებლობით. მე ავლაბრის მეტროდან ვაპირებ მეგობრებთან ერთად, რომ მარშს შევუერთდე, შემდეგ უკვე ხალხის მდინარეს მივყვებით ყველა. დღეს საზოგადოებრივ ასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების აქტიურობას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს დიდი ხნის წყვდიადს, ეს არის ჩვენი აქტიურობა. თუ ჩვენ გვიჭირს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმათ უფრო უჭირთ". - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ხვალ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე 49 სინდისის პატიმრის, 500 ნაწამები ადამიანის და ათასობით დაჯარიმებულის სახელით ხალხი ქუჩაში გადის. იფიცებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. ექვსი სხვადასხვა მსვლელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან 18:00 საათისთვის დაიწყება.