ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმეს

24.02.25 23:10
ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმეს

 

 

ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმეს - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი იყო მისული, რომლებმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს.

ვიდეოში, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს, ჩანს, რომ ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა მას ოქმი არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ მიაწოდეს. 

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან ზურაბ ჯაფარიძეს.