კობახიძემ EU-ს ელჩს "ძალადობის თანამონაწილე" უწოდა

25.02.25 12:18
კობახიძემ EU-ს ელჩს "ძალადობის თანამონაწილე" უწოდა

ივანიშვილის პრემიერმა ევროკავშირის ელჩს "ძალადობის თანამონაწილე" უწოდა.

მას არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები რაც იმართებოდა საქში, აქედან გამომდინარე  - ამბობს ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკიზე და ირწმუნება, რომ ელჩი "ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ".

მეტიც, კობახიძე ამტკიცებს, ევროკავშირის ელჩი "დიფსთეითის დავალებების ქვეშ მოქმედებს".

ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში, მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით, ის ღიად აწარმოებდა კამპანიას  კოლექტ.ნაცების სასარგებლოდ. მას არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები რაც იმართებოდა საქში, აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ეს ადამიანიც არის ძალადობის მონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას თუმცა მისი ეს მცდელობა აღარაა წარმატებული. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რასაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები და მთავარი მიზანი იყო კოლექტიური ნაც მოძრაობის დაბრუნება რაც არ დაუშვა სახელმწიფომ. როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე ამის საპირისპირო ნაბიჯებს რომ დგამ, ეს არის კონპროდუქტიული და სამწუხარო მოვლენა, ის პირდაპირ მოქმედებს დიფსთეითის დავალებების ქვეშ", - განაცხადა კობახიძემ.