პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოში დატრიალებულ სტიქიას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, უბრალოდ, "თოვლს" უწოდებს
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოში დატრიალებულ სტიქიას, უბრალოდ, "თოვლს" უწოდებს. იმ დროს, როდესაც გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
სტიქია გრძელდება, სტიქია, რა - თოვლი და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაცუა აღდგეს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე, - თქვა პაპუაშვილმა.
გურიაში სტიქიაა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვების მარაგიც.
დიდთოვლობის გამო დაინგრა სახლებიც, დაიმტვრა სახურავები. ცნობილია, რომ გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის თქმით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა.