მამუკა ხაზარაძე: სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! გვაქვს მსხვერპლი - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს!
გვაქვს მსხვერპლი - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო შექმნილ მძიმე ვითარებას.
მისი თქმით, ასეთ დროს ქვეყანაში საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს და ყველა ქვეყანაში არსებული რესურსი სტიქიის ზონებში უნდა მობილიზდეს.
„ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან!
დღეს რა ხდება?! - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!
დღეს, ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ!
ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი, რუსული ხელისუფლება!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.