არასდროს! - თბილისში ახალი საპროტესტო ბანერები გამოჩნდა (ფოტო/ვიდეო)

25.02.25 15:38
არასდროს! - თბილისში ახალი საპროტესტო ბანერები გამოჩნდა (ფოტო/ვიდეო)

 

 

არასდროს! - თბილისში, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ახალი საპროტესტო ბანერები გამოჩნდა. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს და საგჰარეო კურსის ცვლილებას არ ეგუება. 

ამის პარალელურად საქართველო  ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.  დღეს 25 თებერვალს,  საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღეს რუსულ ოკუპაციას და რუსულ რეჟიმს მოქალაქეები ერთდროულად  ეტყვიან არას. 

ხალხთან ერთად იქნება სალომე ზურაბიშვილი. შეკრება თბილისში ექვსს სხვადასხვა ადგილას არის დაგეგმილი.  ექვსი მარში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გაერთიანდება.