ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს მთავრობამ შეაჩერა - შვედეთის ზოგად საქმეთა მინისტრი
ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს მთავრობამ შეაჩერა, - ამის შესახებ ბრიუსელში, შვედეთის ზოგად საქმეთა მინისტრმა "ევროსკოპტან" ისაუბრა. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას მიესალმებიან, თუმცა ამ პროცესის დაპაუზებაზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა".
მინდა ვიყო მკაფიო: ეს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკაშირის გადმოსახედიდან, ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გზას, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ საქართველოს მთავრობაა ის, ვინც ეს პროცესი დააპაუზა, - განაცხადა შვედეთის ზოგად საქმეტა მინისტრმა.