მხარს ვუჭერთ ევროპულ ძალისხმევას საქართველოში, თუმცა ეს სიტყვიერად უნდა ისმოდეს საქართველოს მთავრობისგანაც - ხორვატიის ზოგად საქმეთა მინისტრი
მხარს ვუჭერთ ევროპულ ძალისხმევას საქართველოში, თუმცა ეს სიტყვიერად უნდა ისმოდეს საქართველოს მთავრობისგანაც, - ამის შესახებ ბრიუსელში ხორვატიის ზოგად საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ევროპელმა მარალჩინოსანმა "ევროსკოპთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველომ ევროპული გზისკენ მოძრაობა არ უნდა შეწყვიტოს და შანსი, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს, არ უნდა დაკარგოს.
ჩვენ საქართველო არ დაგვიწყებია. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო მოძრაობს ევროპული გზისკენ. საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, ჩაეჭიდოს ამ მომენტს და შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მიეცათ. მოხვდნენ გაფართოების პროცესში და იმოძრაონ ამ მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ ძალისხმევას და ევროპულ სურვილებს საქართველოში, მაგრამ ეს ასევე სიტყვიერად უნდა ისმოდეს საქართველოს მთავრობისგანაც. ჩვენ გვინდა, ვნახოთ ცვლილებები ამ მიმართულებით, - განაცხადა ხორვატიის ზოგდ საქმეთა მინისტრმა.