"ოცნებას" თოვლის გასაწმენდად არ აქვს ტრაქტორები და დასარბევად წყლის ჭავლის მანქანებს ყიდილობს - კუპრაძე

25.02.25 18:32
"ოცნებას" თოვლის გასაწმენდად არ აქვს ტრაქტორები და დასარბევად წყლის ჭავლის მანქანებს ყიდილობს - კუპრაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიის შედეგების გამო  "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებას თოვლის გასაწმენდად ტრაქტორები არ აქვს, თუმცა ყიდულობს წყლის ჭავლის მანქანებს ადამიანების დასარბევად.

ეს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ და რუსული რეჟიმის, ივანიშვილის პირობებში ყველა მცირე გასაჭირსაც კი ტრაგედიებით ხვდება. უკვე სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ არსებობს ინფორმაცია, სხვადასხვა მიზეზებით, ჩამონგრეულია ათობით სახლი და ამ დროს შსს ყიდულობს დასარბევად წყლის ჭავლის მანქანებს, როცა თოვლის გასაწმენდად არ აქვთ ტრაქტორები. დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა, ქვეყანა არის გადასარჩენი, - ამბობს კუპრაძე.