ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მთავრობამ შეაჩერა - "ოცნების" პროპაგანდას ბრიუსელი პასუხობს
ევროკაშირმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. "ქართულ ოცნებას" სიცრუეს და ტყუილების ტირაჟირებას აღარავინ პატიობს. საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციის პროცესი თავად გააჩერა და არა ევროკავშირმა - ეს იყო ქართველი ხალხისთვის სათქმელი ბრიუსელიდან. ევროკავშრის წევრი ქვეყნების მინისტრები ხალხს უხსნიან, რომ ამ უკან დახევაზე ერთადერთი პასუხიმსგებელი ივანიშვილის რეჟიმია. ეს განცხადებები ბრიუსელში ზოგად სააქმეთა საბჭოს სხდომის წინ ევროპელმა მინისტრებმა გააკეთეს.
ბრიუსელში ხედავენ ხალხის პროტესტსს, რომელიც 90 დღეა ევროპული მიზნების დასაცავად იმართება, ამიტომ "ოცნების" რეჟიმს მოუწოდებენ, მოუსმიუნონ ხალხის ხმას. თუ ივანიშვილის გუნდი ევროპულ პოლიტიკას მოიბრუნდება, ბიუსელი მზად არის, აღადგინოს მოლაპარაკებების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში დღეს ივანიშვილის რეჟიმის სანქცირების პროცესი მიმდინარეობსს, პარტნიორები "ოცნებას" უკან დასახევ გზას მაინც უტოვებენ. ევროკავშირის მინისტრები რეჟიმს აფრთხილებენნ, რომ ისტორიულ შანსს ჩაეჭიდონ, რადგან რომ არა ომი უკრაინაში, გაფართოების ფანჯარა ასე სწრაფად საქართველოსთვის არ გაიხსნებოდა.
ბრიუსელი "ოცნების" რეჟიმის ანტიევროპულ და ანტიქართულ ქმედებებთან შეგუებას არ აპირებს, ამიტომ "ოცნების" მთავრობის არაღიარების და სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ რეჟიმი არ გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც სტატუსის მქონე ქვეყანას შეეფერება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკას მიჰყვება, ევროპული ოჯახის წევრი ვერასდროს გახდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.
ვრცლდა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში