ოკუპანტებო, კუდით ქვას გასროლინებთ! - გენერალ მაზნიაშვილის მარში დაიწყო

25.02.25 18:53
ოკუპანტებო, კუდით ქვას გასროლინებთ! - გენერალ მაზნიაშვილის მარში დაიწყო

თბილისში გენერალ მაზნიაშვილის მარში დაიწყო. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული კობა ხაბაზიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, რომ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

კობა ხაბაზმა ოკუპანტებსაც მიმართა: "კუდით ქვას გასროლინებთ"!

ალბათ იგივე საქართველოს ომმა, იგივე უკრაინაში ომმა გადამაწაყვეტინა, რომ მოვსულიყავი დღეს გენერალ მაზნიაშვილის მარშზე. არ მიფიქრია თანამოაზრეებიდან ვინ იქნებოდა აქ, რომელი პოლიტიკური პარტია სად აპირებდა მისვლას, უბრალოდ, მინდოდა, აქ ვყოფილიყავი, ჩვენი სასახელო გენერალ მაზნიაშვილის მარშზე და კიდევ ერთხელ გვეთქვა საქართველოსთვის, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეთქვა ოკუპანტებისთვის, რომ კუდით ქვას გასროლინებთ!, - ამბობს ხაბაზი.