ჩვენი ექიმები, 24 საათის განმავლობაში, მზად არიან, ონლაინ კონსულტაცია გაუწიონ სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს- სოფო ჯაფარიძე

25.02.25 19:03
ჩვენი ექიმები, 24 საათის განმავლობაში, მზად არიან, ონლაინ კონსულტაცია გაუწიონ სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს- სოფო ჯაფარიძე

“ჩვენი ექიმები, 24 საათის განმავლობაში მზად არიან, ონლაინ კონსულტაცია გაუწიონ სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს“ - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშს შეუერთდა.

ჯაფარიძის თქმით, ისინი ასევე მზად არიან, ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების მედიკამენტები გააგზავნონ სტიქიის ზონაში.

ჩვენი ექიმები, 24 საათის განმავლობაში მზად არიან, ონლაინ კონსულტაცია გაუწიონ სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს, ჩვენ მზად ვართ,  ყველა მიმართულების ექიმი დაეხმარნენ მათ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაურეკონ და მიიღონ ნებისმიერი სახის პირველადი დახმარება. ასევე, ჩვენ, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, გავაგზავნოთ პირველადი დახმარების მედიკამენტები იქამდე, სადამდეც შეძლებს ტრანსპორტი მისვლას და ვართ სრულ მზადყოფნაში, გავუწიოთ დახმარება მათ.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ეს რუსული რეჟიმი, ე.წ. ხელისუფლება დასრულდება, ქვეყანა დაემსგავსება ქვეყანას, იარსებებს ისევ სახელმწიფო ინსტიტუტები და არცერთ ჩვენ მოქალაქეს მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს უკვე, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეც კი უდიდეს საფრთხეშია,- განაცხადა ჯაფარიძემ.