რეჟიმის დემარში ევროკავშირის ელჩს - "ოცნება" ჰერჩინსკის დიპლომატიური რეაგირებით ემუქრება

25.02.25 21:11
რეჟიმის დემარში ევროკავშირის ელჩს - "ოცნება" ჰერჩინსკის დიპლომატიური რეაგირებით ემუქრება

"ოცნების ლიდერები" ევროკავშირის ელჩს თავს ორკესტრირებულად ესხმიან. პაველ ჰერჩინსკი ოლიგარქის პარტიამ მიზანში მისი განცხადების გამო ამოიღო. ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირში სანქციებზე შეთანხმებას ცდილობენ. ეს პერსპექტივა "ოცნებისთვის" ისეთი დამაფრთხობელი აღმოჩნდა, რომ მის ავტორზე პოლიტიკური იერიში ყველამ ერთად გადაწყვიტა. 

თუმცა, როგორც ჩანს, ბრაზი ივანიშვილის პარტიას ევროპელი დიპლომატის მიმართ გაცილებით უფრო ადრე გაუჩნდა. დღეს კობახიძემ ჰერჩინსკის არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და თქვა, რომ მისი სახელით დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ცდილობდა. სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა არც შალვა პაპუაშვილმა.

კობახიძე ჰერჩინსკის ძალადობის თანამონაწილეობას აბრალებს, პაპუაშვილი არაკეთილსინდისიერს უწოდებს და არცერთს არ აქვს პასუხი - რატომ არ დატოვეს არავინ, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია. ფაქტია, რომ დიპლომატის პოზიციას ევროკავშირში 27-ვე სახელმწიფო ეყრდნობა და ითვალისწინებს, ამიტომაცაა, რომ მისი კრიტიკა "ოცნებისთვის" განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია. სიმბოლურია, რომ დასავლეთის კრიტიკა "ქართულმა ოცნებამ" იმ ადგილიდან გადაწყვიტა, სადაც, წესით, ყველაზე მეტი რუსეთის აგრესიაზე უნდა ეთქვა. "ოცნების" ლიდერები იუნკერების საფლავთან მივიდნენ და აგრესორზე ბევრი არაფერი უთქვამთ. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.