რუსეთს არ დავუთმეთ ევროპული გზა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? - ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
ჩვენ არ მივეცით უფლება რუსეთს, ომის, ოკუპაციის, გატაცებების მიუხედავად, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს! ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, ეპუება და არ თმობს თავის მომავალს და დამოუკიდებლობას.
“შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს! ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ჩვენ იმიტომ ვდგავართ დღეს, რომ რუსული ოკუპაცია, რომელიც ერთხელაც დამთავრდა, მეორედ არ უნდა შემოვუშვათ. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს მაგალითი იყო იმის, თუ რას ნიშნავს, რომ ადამიანები მზად არიან დადონ ყვეალფერი სასწორზე, თავიანთი სიცოცხლეც და დაიცვან სამშობლო.
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, ეპუება და არ თმობს თავის მომავალს და დამოუკიდებლობას. საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, ეგუება და ურიგდება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად მას უწყობენ. ყველაფერი სცადეს, წყლის ჭავლი , ტყვიები, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, მაგრამ დგანან ყველანი, დგას მზია ამღლობელი, დგას თემურ ქათამაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც არიან პატიმრები, ისინი დგანან დაიგებიან მანამ, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება, რადგან ჩვენა რ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას რუსულ რეჟიმს ისევ დააწეოს რუსული ოკუპაცია.
ჩვენ არ მივეცით უფლება რუსეთს, ომის, ოკუპაციის, გატაცებების მიუხედავად, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს! ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.