ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს თავის გზაზე და მე სად ვიქნები? ყველგან, სადაც თქვენ დაგჭირდებით- სალომე ზურაბიშვილი

25.02.25 22:55
ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს თავის გზაზე და მე სად ვიქნები? ყველგან, სადაც თქვენ დაგჭირდებით- სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს თავის გზაზე და მე თუ მეკითხებით სად ვიქნები, მე ვიქნები ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები- ვიქნები კოორდინატორი, ლიდერიც, ჩვეულებრივი მოქალაქეც და ყველგან, სადაც თქვენ დაგჭირდებით, - ამის შესახებ საქართველოს მხეუთე პრეზიდენტმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, “ქვეყანა, რომელიც მიტაცებული ერთი ოლიგარქის მიერ, აუცილებლად დასაბრუნებელია.“

როცა დავიბრუნებთ ქვეყანას, სასამართლოს, პარლამენტს, კანონმდებლობას, მერე შევძლებთ სხვა პროგრამების გაშლას, როცა დავიბრუნებთ ქვეყანას, ეკომონიკას, რომელიც დღეს სრულიად პარალიზებული, მაშინ შევძლებთ სხვანაირად გადავანაწილოთ რესურსები, და არა ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც ქვეყანაში თავისი ნახევარმილიარდიანი ქონება შემოიტანა, ისე, რომ არცერთი ცენტი, საქართველოს ბიუჯეტში არ გადაუხდია. თქვენ ვერცერთი ვერ გააკეთებდით, რადგან კანონმდებლობა გაიძულებთ, რომ თქვენ გადაიხადოთ 20 პროცენტი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიტაცებულია ოლიგარქის მიერ. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს თავის გზაზე.

მე თუ მეკითხებით სად ვიქნები, მე ვიქნები ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები- ვიქნები კოორდინატორი, ლიდერიც, ჩვეულებრივი მოქალქეც და ყველგან, სადაც თქვენ დაგჭირდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.