რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას, დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ- ზურაბიშვილი

25.02.25 23:14
რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას, დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ- ზურაბიშვილი

ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს და ამის მაგალითია გურია და აჭარა, სადაც მათ, ტყუილების გარდა, აერაფრის კეტება შეუძლიათ.

“ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი და ძალოვნები, რომლებიც პროტესტის მქონე პირებს არბევენ, ხოლო როცა ადამიანებს შველა სჭირდებათ, იქ ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები - მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის - ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.