ქმედუუნაროა მთელი ხელისუფლება, რადგან ისინი ხალხის წინაშე კია არა, პუტინის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი- ჩიხრაძე

26.02.25 00:48
ქმედუუნაროა მთელი ხელისუფლება, რადგან ისინი ხალხის წინაშე კია არა, პუტინის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი- ჩიხრაძე

ქმედუუნაროა მთელი ხელისუფლება, რადგან ისინი ხალხის წინაშე კია არა, პუტინის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ვერასდროს მიხვდებიან, რომ საკუთარ მოქალაქეს უნდა მიეხმარონ, ხელი გაუწოდონ გაჭირვების დროს და ეს არის მათი ვალდებულება.

ამათ ძალაუფლება რომ მიიტაცეს, არჩევნების მერე, მას შემდეგ ერთი პოზიტიური რამე მაინც მოხდა? მხოლოდ დაკავებულები არიან იმით, რა გააფუჭონ, ამოქოლონ ყველანაირი თავისუფლების გზა და აგერ რაც ვნახეთ გურიაში და აჭარაში, ეს არის უუნარო, არალეგიტიმური პარლამენტი ხომ გვყავს, ასეთი ქმედუუნაროა მთელი ხელისუფლება, რადგან ისინი ხალხის წინაშე კია არა, პუტინსი წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ისინი ვერასდროს მიხვდებიან, რომ საკუთარ მოქალაქეს უნდა მიეხმარონ, ხელი გაუწოდონ გაჭირვების დროს და ეს არის მათი ვალდებულება.

სანამ საზოგადოებამ არ თქვა აქაც სიტყვა, მანამდე ისინი ვერ მიხვდნენ და ვერ მიხვდებიან. სანამ ყველასთან არ მოვა ეს გაჭირვება, მანამდე უნდა გამოვფხიზლდეთ და მივხვდეთ, რომ ეს არალეგიტიმური, აბსოლუტურად უუნარო მთავრობა  აუცილებლად უნდა ჩამოვიცილოთ, არჩევნების გზით“, - განაცხადა ჩიხრაძემ.