მედია: ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

26.02.25 10:01
მედია: ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას  და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას აპირებს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს "ძალიან დიდ გარიგებას".

ამასთან, Financial Time-ის ინფორმაციით, უკრაინამ და აშშ-მა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას მიაღწიეს. გამოცემა წერს, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივ მოპოვებაზე.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.