საია: მზია ამაღლობელს დღეს "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში.
ორგანიზაციის ცნობით, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
მზია ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.