სტიქიის ზონაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ მოხალისეები გააკრიტიკა

26.02.25 10:43
სტიქიის ზონაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ მოხალისეები გააკრიტიკა

 

 

სტიქიის ზონაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ მოხალისეები გააკრიტიკა. "ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ მოხალისეებს,  რომლებიც დიდთოვლობაში ჩარჩენილი ხალხის დასახმარებლად თვითორგანიზებით და  საკუთარი რესურსებით წავიდნენ, დახმარება აქეთ სჭირდებათ.

მოხალისეების ჯგუფი გუშინ შეიქმნა. ათობით ადამიანი გურიაში  იქამდე წავიდა, ვიდრე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საგანგაშო რეგიონში არაფერი ხდება. 

იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.