პაპუაშვილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაანონსებულ კანონპროექტს "შუქნიშანს" ადარებს

26.02.25 14:08
პაპუაშვილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაანონსებულ კანონპროექტს "შუქნიშანს" ადარებს

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კანონპროექტი, რომლის დამტკიცესაბაც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გეგმავენ, სტანდარტია და პრობლემას არ წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილი დაანონსებულ შეზღუდვებს შუქნიშანს ადარებს და ირწმუნება, რომ ესეც ისეთივე აუცილებელია, როგორც საგზაო წესების დაცვა.

ჩავთვალოთ, რომ ეს არის შუქნიშანი, გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი და რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ, რომ ეს შუქნიშანი არსებობდეს და ეს შუქნიშანი იყოს გამორთული. აი, ასეთი მდომარეობა გვაქვს ჩვენ ახლა ჟურნალისტუ სტანდარტებთან დაკავშირებით და ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს. ვთანმხდებით შუქნიშანზე, ვთანმდებით მის ფერებსა და პრინციპზე. როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, - ამ ამბობს შალვა პაპუაშვილი.

თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არალეგიტიმური მთავრობა ახალი კანონპროექტის დამტკიცებას გეგმავს. კანონპროექტი, რომელიც "ოცნებამ" პარლამენტში დაარეგისტრირა, მედიის და განსაკუთღებით, კრიტიკული მედიის შეზღუდვას ითვალისწინებს.

თუ რეპრესიული კანონპროექტი დამტკიცდება, კრიტიკულ მედიას რეჟიმის მსახურებისთვის, პოლიციელებისთვის და ყველა პასუხმგებელი პირისთვის, მათი ნებართვის გარეშე, კითხვის დასმაც კი აეკრძალება. აიკრძალება საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაც, მათი ქონების და ძვირადღირებული სახლების ჩვენება. 

ამ ყველაფერს სანქცირებული კახა ბექაურის მარეგულირებელი კომისია გააკონტროლებს და მას შეეძლება, დააჯარიმოს, გაფრთხილება მისცეს ან ლიცენზია შეუწყვიტოს მედიას, თუკი კონკრეტული სტანდარტები არ იქნება დაცული.