რეპრესიები თავდაცვის სამინისტროში - რას ამბობს ჩიქოვანი და როგორია ექსპერტების შეფასება
უსაფრთხოების ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება, "ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.
დღეს რაც ხდება, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც პოლიტიკური ლოიალურობა გახდა მთავარი მიზანი, მათი კრიტერიუმი ადამიანებთან ურთიერთობაში. არა მათი პროფესიონალიზმი, არა პატრიოტიზმი და ის ხალხი, ვინც ითვლება, რომ არ არის ლოიალური, მათი წმენდა ხდება საჯარო სექტორიდან. სამწუხარო პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს. თუ „ქართული ოცნების“ ნათესავური კავშირებიდან არ ხარ, ჩვეულებრივად კლანური სისტემაა, მაშინ აუცილებლად მოვლენ, - ამბობს ხარშილაძე.
რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, მისი მტკიცებით, უწყებაში რეორგანიზაცია მოხდა:
არასწორი ინფორმაციაა. რეორგანიზაცია მოხდა, შესაბამისად, გარკვეული ადამიანაები დათხოვილები არიან კანონის მოთხოვნების ყველა ნორმის დაცვით, - ამბობს ჩიქოვანი.
თავდაცვის სამინისტროდან ევროპული კურსის მხარდამჭერი თანამშრომელები გაათავისუფლეს. საჯარო სიცრცეში მინიმუმ 9 გათავისუფლებულის შესახებ იძებნება ინფორმაცია.