ანა დოლიძე - ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს
ფონდ ,,მაქს ვან დერ შტოელი’’ აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვითაც მიმართავს ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს, რათა დაიწყოს მოკვლევა ჰოლანდიაში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ. - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
,,ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს.ფონდ ,,მაქს ვან დერ შტოელი’’ აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვითაც მიმართავს ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს, რათა დაიწყოს მოკვლევა ჰოლანდიაში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ. ის განმარტავს, რომ საქართველოში პროტესტი, ბრძოლა თავისუფლებისთვის დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ პირობებში ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება პროპაგანდას და ემსახურება ძალადობას რეგისტრირებულია ჰოლანდიაში. ეს იძლევა ერთის მხრივ ეფექტურ საშუალებას ჰოლანდიის პარლამენტისთვის, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ზომები ნიდერლანდებში რეგისტირებული ირაკლი რუხაძის ბიზნესების წინააღმდეგ.’’ - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქში“