გზა ახალი არჩევნებისკენ - პრეზიდენტი გეგმას ასაჯაროებს

26.02.25 16:41
გზა ახალი არჩევნებისკენ - პრეზიდენტი გეგმას ასაჯაროებს

გზა ახალი არჩევნებისკენ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალი არჩევნების 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები პრეზიდენტმა facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. 

ზურაბიშვილის გეგმა ასეთია: 

  1. არჩევნების პირობების დაწესებას
  2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადებას
  3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას
  4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
  5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება
  • რუსული კანონების გაუქმება
  • სამართლიანი სასამართლოს აღდგენა