რასა იუკნევიჩიენე: უნდა წავახალისოთ 25 ქევყანა, ეროვნულ დონეზე დაასანქცირონ ივანიშვილის რეჟიმი

26.02.25 17:26
რასა იუკნევიჩიენე: უნდა წავახალისოთ 25 ქევყანა, ეროვნულ დონეზე დაასანქცირონ ივანიშვილის რეჟიმი

გავლენიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე თბილისშია. ევროპელი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგდოებას ხვდებოდა. პოლიტიკოსი შეხვდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებსაც.

"პირველები" დღეს გავლენიან ევროპარლამენტარს ესაუბრა. იუკნევიჩიანე ამბობს, რომ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, მნიშვნელოვანია და ცხადყოფს, რომ "ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდზე დგას. მისი თქმით, საქართველოში სწორედ იმისთვის იმყოფება, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს და აღმასრულებელ სტრუქტურებზე "ოცნების" ხელისუფლების დასასანქცირებლად მეტი ზეწოლა განახორციელოს.

ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებები არცერთ ევროპულ ღირებულებასთან შესაბამისობაში არ არის. 

თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირი ნელა მოქმედებს. ჩვენ, ევროპარლამენტმა, გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო. რეზოლუცია იყო ძალიან ძლიერი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი არ ფიქრობს ასე.  

ჩვენ აღმასრულებელ ორგანოებს წარვუდგინეთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, რადგან მხოლოდ საქაეთველო არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი უსაფთხოებისთვის და დავდაცვისუნარიანობისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ. 
მაგარამ, მიუხედავად ამისა, მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არცერთ ევროპულ ღირებულებასთან, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.