საჭიროა, სწრაფი რეაგირება, EU-ს წევრმა ქვეყნებმა ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციები ინდივიდუალურად უნდა დაუწესონ - სამადაშვილი

26.02.25 17:44
საჭიროა, სწრაფი რეაგირება, EU-ს წევრმა ქვეყნებმა ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციები ინდივიდუალურად უნდა დაუწესონ - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა "ოცნების" ხელისუფლებას სანქციები ინდივიდუალურად დაუწესონ. ამის შესახებ ოოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რასა იუკნევიჩიანესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ზეწოლის მექანიზმების გაძლიერება. 

ჩვენი პოზიცია არის, რომ დრო არ ითმენს და თუ კონსესუსი ვერ დგება ევროპულ საბჭოში იმიტომ, რომ რუსეთის მოკავშირეები ბლოკავენ ამ საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება დაიწყონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დამოუკიდებელ რეჟიმში დამოუკიდებლად ყველამ, ვისაც მიაჩნია და ასეთი არის უმრავლესობა, სანქციების დაწესება ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყოს ამ სანქციების შემოღება. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ვლობირებთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ზეწოლის აქტიური მექანიზმების გამოყენება ძალიან რთულ გარემოში, რომელიც დღეს არის შექმნილი, ძალიან მარტივი იქნება საქართველოს საკითხი საერთოდ ჩამოწერონ დღის წესრიგიდან. ამას დღეს აჩერებს სწორედ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების აქტიური პოზიცია, ამიტომ ყველა ვიზიტი, ყველა შეხვედრა და აქტივობა არის ძალიან მნიშნელოვანი, - ამბობს სამადაშვილი.