Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა

26.02.25 17:44
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა

საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა და ქვეყანა კვლავ ნაწილობრივ თავისუფლად რჩება - ახალ კვლევას Freedom House ავრცელებს. 

  • „თავისუფლება მსოფლიოში 2025“ საქართველოს 100 ქულიდან 55 აქვს მინიჭებული.
  • ორგანიზაციამ პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 34 ქულა მიანიჭა.

საქართველოზე უფრო ღრმა ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

რაც შეეხება არჩევნებს, ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს არჩევნები 65 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩატარებული არჩევნების უმეტესობა კი საარჩევნო მანიპულაციებითა და ძალადობით გამოირჩა.

“გლობალურმა არჩევნებმა თავისუფლებისთვის არაერთგვაროვანი შედეგები მოიტანა. ძალადობა იყო მთავარი თემა, რაც 27 ქვეყანას შეეხო იმ 66 ქვეყნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა 2024 წელს. საარჩევნო ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო კანდიდატებზე თავდასხმა, რაც 20 ქვეყანაში დაფიქსირდა. მექსიკასა და სამხრეთ აფრიკაში ძალადობდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ. 14 ქვეყანაში არჩევნების დროს ადამიანებს თავს დაესხნენ საარჩევნო უბნებზე, რის გამოც ხალხისთვის ხმის მიცემა საშიში ან შეუძლებელი გახდა. არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეებზე იძალადეს 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა”, - ნათქვამია ანგარიშში.

  • არჩევნებზე დაფიქსირებული მანიპულაციისა და ძალადობის ნაწილში საქართველომ, წინა არჩევნებთან შედარებით, 2 ქულა დაკარგა. 

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შსაქართველოში ვიდი შესაძლო დარღვევიდან  ხუთი დარღვევა შეინიშნებოდა.

აღნიშნული დარღვევებია: 

  • სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება;
  • ადმინისტრაციული თაღლითობა;
  • კანდიდატების, დამკვირვებლების, თანამდებობის პირების მიმართ ძალადობა;
  • პროტესტის დარბევა და თავდასხმები საარჩევნო უბნებზე.

განახლება - (27.02025) Freedom House-ის კრიტიკულ დასკვნას ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა. 

ოპოზიციისა და ქართული ოცნების წევრების პირველი შეფასებები ნახეთ აქ