"ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" თანაინიციატორთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში დარეგისტრირებული "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" თანაინიციატორთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
გავლენიანი ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" არალეგიტიმურად გამოცხადებას მხარს უჭერენ: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი, ემანუელ ქლივერი, სტივ კოენი და ჯიმი პანეტა.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კრძალავს "ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან".
მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით წარუდგინა.