"გავაცანი გეგმა ახალი არჩევნების შესახებ" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან შეხვედრის დეტალებზე პლატფორმა X-ზე წერს - სალომე ზურაბიშვილის ცნობით, დახურულ კარს მიღმა ევროპელ პოლიტიკოსს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გეგმა გააცნო.
შევხვდი რასა იუკნევიჩიენეს, რათა გვემსჯელა საქართველოს სამომავლო გზაზე. გავაცანი გეგმა ახალი არჩევნების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესს. მოხარული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას." - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გზა ახალი არჩევნებისკენ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალი არჩევნების 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.
საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები პრეზიდენტმა facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილის გეგმა ასეთია:
- არჩევნების პირობების დაწესებას
- საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადებას
- საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას
- პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
- ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება
- რუსული კანონების გაუქმება
- სამართლიანი სასამართლოს აღდგენა