პოლიტიკური დევნა და რეპრესიები თავდაცვის სამინისტროში

26.02.25 20:53
პოლიტიკური დევნა და რეპრესიები თავდაცვის სამინისტროში

პოლიტიკური დევნა და რეპრესიების ახალი ტალღა თავდაცვის სამინისტროში. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში, უწყებიდან 9 თანამშრომელი გაუშვეს. ვინც საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი, სამსახურიდან ათავისუფლებენ. იგონებენ ფორმალურ მიზეზს, რომელსაც რეორგანიზაცია დაარქვეს. 

"პირველებმა" შეძლო თავდაცვის სამინისტროდან 9 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა წმენდის მოსაწყობად გამოცხადებული რეორგანიზაცია 11 მარტამდე გრძელდება და არავინ იცის, ვინ იქნება სამიზნე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების გადამზადებაში დასავლეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა, ასწავლა და დაამკვიდრა მათთვის ნატოს სტანდარტები. ახლა ყველა ელოდება, რა რეაქცია ექნებათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, როდესაც გაიგებენ, რომ სამსახურიდან გაუშვეს ხალხი, ვინც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძოდა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.