სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად - რეჟიმმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით დაიწყო
სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად - რეჟიმმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით წამოიწყო. "ოცნების" მიერ მომზადებული ცენზურის კანონი კრძალავს ყველაფერს, რაც ოლიგარქს და მის მსახურებს აღიზიანებთ. საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება კრიტიკულ მედიას მუშაობას რუსული სტილით უზღუდავს.
რეპრესიული კანონის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებს რეჟიმის მსახურებისთვის, პრაქტიკულად, კითხვების დასმის უფლებაც კი არ ექნებათ. რთულდება საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადება. ვეღარ გადავიღებთ და ვეღარ გიჩვენებთ ჩინოვნიკების მდიდრულ ვილებს. მალე იმის გამოც დავსანქცირდებით, თუკი თანამდებობის პირს ტელეფონით გაუფრთხილებლად ჩავწერთ.
ის, რასაც ამ დრომდე ტელევიზიები თავად განსაზღვრავდნენ, ახლა სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება. როგორ შევასრულებთ ჟურნალისტური ეთიკის ოცნებისეულ სტანდარტებს, ამას უკვე სანქცირებული კახა ბექაურის სამსახური გააკონტროლებს. მარეგულირებელ კომისიას შეეძლება დაასანქციროს ტელევიზია თუ ჩათვლის, რომ საკითხის გაშუქების დროს არ მოხდა ბალანსის დაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიამ მაყურებელს ყველა მხარის, მათ შორის სახელისუფლებო პარტიის პოზიცია უნდა მოასმენინოს.
აქ, თითქოს, სადავოც არაფერია, თუმცა საქმე ისაა, რომ სახელისუფლებო პარტიის პოზიციის მოსმენა ხშირად შეუძლებელია. მინისტრები კრიტიკული მედიისთვის მიუწვდომლები არიან, ისევე როგორც ცალკეული დეპუტატები პარლამენტში. ამიტომ ბალანსის დაცვა მხოლოდ მათი ბოიკოტის გამო შეუძლებელი მისიაა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.