"იმედი გვაქვს ამინდის... ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები" - კობახიძე
სტიქიზიის ზონაში ჩასული ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალიდან ამინდი აღარ გაუარესდება და "გზის გაწმენდის სამუშაოები გაიოლდება".
"ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული" - ამტკიცებს ირაკლი კობახიძე იმ ფონზე, როდესაც დიდთოვლობის გამო ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყდა, უამრავი ოჯახი სახლ-კარისა და საკვების გარეშე დარჩა.
იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს. ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.