20 ივნისის საქმე სტრასბურგში - რას ამბობს კობახიძე

27.02.25 12:40
20 ივნისის საქმე სტრასბურგში - რას ამბობს კობახიძე

20 ივნისის საქმე და რეჟიმი ევროსასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ  2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს "უფრო რბილი ფორმით რეაგირება შეიძლებოდა"  და ამ საკითხთან დაკავშირებით  კითხვები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან არსებობს.

"კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს", - თქვა კობახიძემ. 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმე გუშინ ზეპირი მოსმენით განიხილა. 

დიდი პალატა დაახლოებით 6 თვის ვადაში იტყვის, ჩაატარა თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯეროვანი გამოძიება და დაისაჯა თუ არა ყველა ის პირი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.