კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ბრიტანეთის თემთა პალატაც აშანტაჟებს

27.02.25 13:29
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ბრიტანეთის თემთა პალატაც აშანტაჟებს

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის შანტაჟი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი მტკიცებით, "შაბტაჟი"   3 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო და გრძელდება ახლაც. 

ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი. ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას,“- თქვა კობახიძემ. 

ბრიტანელი დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ. საქართველოს შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში დებატების დროს, ევროპის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ სანქციებს წინასწარ ერთადერთი ფაქტორის გამო არ აანონსებს - მას ეფექტი დაეკარგება.  

მსგავსი სიახლეები